weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

შეკვეთილია დაახლოებით 700 000 ადამიანის ასაცრელი მასალა – გამყრელიძე

12:36 ოთხშაბათი, 02 სექტემბერი 2020
ფოტო © ირა კურმაევა, ნინო ისაკაძე / National Geographic ფოტო © ირა კურმაევა, ნინო ისაკაძე / National Geographic

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით იმსჯელეს. გამყრელიძის თქმით, საქართველოს დაახლოებით 700 000 ადამიანის ასაცრელად საჭირო მასალა აქვს შეკვეთილი.

„31 აგვისტოს ჩვენმა ქვეყანამ ოფიციალური განაცხადი გააკეთა ვაქცინების გლობალურ ალიანსში იმის შესახებ, რომ საქართველო დაინტერესებულია ამ პლატფორმაში მონაწილეობით. შეკვეთილია მოსახლეობის 20%-ის მოცვით, ეს დაახლოებით გახლავთ 700 000 ადამიანის ასაცრელი მასალა, როდესაც ვაქცინა დამტკიცდება შესაბამისი განფასებით. გვაქვს ორი დედლაინი: უკვე 18 სექტემბერს გაფორმდება ხელშეკრულება და 8 ოქტომბრამდე გადაირიცხება პირველი შენატანი, რომლითაც გარანტირებული იქნება, რომ როდესაც ვაქცინა დამტკიცდება სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანიზაციების მიერ და მათ შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება პრეკვალიფიცირებული, ის იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის, პირველ რიგში კი – რისკ ჯგუფებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება PCR ტესტების მარაგს, გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში 120 ათასამდე ტესტია და სექტემბერში დაახლოებით 500 000 ტესტის შემოტანაა დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]