„31 აგვისტოს ჩვენმა ქვეყანამ ოფიციალური განაცხადი გააკეთა ვაქცინების გლობალურ ალიანსში იმის შესახებ, რომ საქართველო დაინტერესებულია ამ პლატფორმაში მონაწილეობით. შეკვეთილია მოსახლეობის 20%-ის მოცვით, ეს დაახლოებით გახლავთ 700 000 ადამიანის ასაცრელი მასალა, როდესაც ვაქცინა დამტკიცდება შესაბამისი განფასებით. გვაქვს ორი დედლაინი: უკვე 18 სექტემბერს გაფორმდება ხელშეკრულება და 8 ოქტომბრამდე გადაირიცხება პირველი შენატანი, რომლითაც გარანტირებული იქნება, რომ როდესაც ვაქცინა დამტკიცდება სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანიზაციების მიერ და მათ შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება პრეკვალიფიცირებული, ის იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის, პირველ რიგში კი – რისკ ჯგუფებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
რაც შეეხება PCR ტესტების მარაგს, გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში 120 ათასამდე ტესტია და სექტემბერში დაახლოებით 500 000 ტესტის შემოტანაა დაგეგმილი.