weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პანკისის რადიოს წინააღმდეგ კამპანია დანაშაულის ნიშნებს მოიცავს – კოალიცია

16:17 ოთხშაბათი, 02 სექტემბერი 2020
ფოტო 29 აგვისტოს აქციიდან ფოტო 29 აგვისტოს აქციიდან

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ განცხადებას ავრცელებს და პანკისის სათემო რადიოს დარბევის მუქარაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.

საქმე ეხება 29 აგვისტოს პანკისის ხეობის სოფელ დუისში გამართულ აქციას, სადაც გაჟღერდა სათემო რადიოს სტუდიის დარბევის მუქარა და მოწოდება, რომ რადიოს დამფუძნებელს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის აიძულონ, პანკისში პროფესიული საქმიანობის შესრულებაზე უარი თქვას. სათემო რადიოს თანახმად, აქცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ იყო ორგანიზებული.

„პანკისის რადიოს წინააღმდეგ წარმოებული კამპანია დანაშაულის ნიშნებს მოიცავს. გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც დაფიქსირებულია, როგორ ემუქრებიან პანკისის სათემო რადიოს სტუდიის დარბევითა და მოითხოვენ მისი დამფუძნებლის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილისაგან იძულებით - პანკისის ხეობაში პროფესიული საქმიანობის შესრულებაზე უარი თქვას.

მიგვაჩნია, რომ გავრცელებულ მასალაში იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული დანაშაულების, მათ შორის, კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნები.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები მიუღებლად მივიჩნევთ მედიის შევიწროვების ყველა გამოვლინებას და მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს დროულად აღკვეთონ პანკისის რადიოს გუნდის მიმართ არსებული ყველა რისკი“, – აცხადებს კოალიცია.

კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; მედიაკლუბი; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“; რეგიონულ მაუწყებელელთა ალიანსი; ლიბერალური აკადემია თბილისი; საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია; სატელევიზიო ქსელი; საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.

 

ამ თემაზე:

პანკისის რადიოს დარბევით ემუქრებიან - სუს-ის და მერიის მიერ ორგანიზებული აქცია ხეობაში

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]