მკოიანმა რეგისტრაციისთვის საჭირო დეოკუმენტების ნაწილი გუშინ, ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიაში წარადგინა.
„ვაყენებ ჩემს კანდიდატურას და ვიცი, რომ ეს ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაოა, მით უმეტეს, რომ საქართველოში, ჩემი ინფორმაციით, არ არიან დამოუკიდებელი კანდიდატები.
დღეს ხალხს სურს, რომ ჩემი კანდიდატურა დავაყენო, ამას ხალხის თხოვნით ვაკეთებ და გარდა ამისა, ეს მეც მინდა. ხუთჯერ ვიყავი პარლამენტის დეპუტატი და მინდა, მეექვსედაც ამირჩიონ“,
– განაცხადა მკოიანმა გამოცემა Jnews-თან.
ენზელ მკოიანი 1999 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია. 2016 წელს ის ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. მანამდე, 2008 წლიდან 2016 წლის არჩევნებამდე ენზელ მკოიანი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნინოწმინდის მაჟორიტარი იყო.
2020 წლის არჩევნებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად ენზელ მკოიანის ნაცვლად სამველ მანუკიანი წარადგინა.