weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კორონავირუსის ოცი ახალი შემთხვევიდან ოთხის წყარო უცნობია

11:43 ხუთშაბათი, 03 სექტემბერი 2020

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 9 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, ოთხი შემთხვევის წყარო ჯერ უცნობია.

„რვა შემთხვევა დადასტურებულ ინფცირებულებთან კონტაქტია, ერთი არის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი, შვიდი შემოტანილია, მათგან ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ოთხ შემთხვევაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს წყაროს მოძიებისა და კონტაქტების დადგენის მიზნით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს კოვიდ-ცენტრებში 262 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 16 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

კარანტინის რეჟიმში 6250 ადამიანი იმყოფება.

დღევანდელი მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი 1568 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 1279 (81.6%) უკვე გამოჯანმრთელებულია, ხოლო 19 პაციენტი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]