გარდაცვლილთა შორის 2 პირი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან.
შსს-ს ცნობით, დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე მალევე გაიყვანეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. შსს-ს განცხადებით, გზაზე მოძრავი ავტომანქანა, სავარაუდოდ, მოცურდა.