weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

28 ახალი შემთხვევიდან 12 „დონას“ კლასტერიდანაა, ხოლო 3 „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია

12:30 პარასკევი, 04 სექტემბერი 2020

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 28-ით გაიზარდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ახალი შემთხვევიდან 12 ბათუმში მდებარე საკონდიტრო მაღაზია „დონას“ უკავშირდება, ხოლო სამი ინფიცირებული „ავერსის“ კლინიკის ექიმია.

„28 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 12 არის „დონას“ კალსტერთან დაკავშირებული და ჯამში აღნიშნულ კლასტერში 36 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 3 დაავადებულ პირთან კონტაქტია, 3 არის რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელი, 2 დადასტურებული შემთვევა იმპორტირებულია, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 4 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში და იქ, ეპიდზედამხედველობის კერაში გამოვლენილი პაციენტები არიან, 4 პაციენტზე ეპიდკველვა მიმდინარეობს კონტაქტების და წყაროს მოძიების მიზნით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, დღეს კოვიდ-ცენტრებში 275 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან სამის ჯანმრთელობის მდგომაეობა კრიტიკულად მძიმეა. მძიმედ ფასდება 16 პაციენტის მდგომარეობა.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი 1596 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 1294 (81%) უკვე გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]