weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აჭარის ტელევიზია, COVID-19-ით თანამშრომლის ინფიცირების გამო, დროებით დაიკეტა

15:09 შაბათი, 05 სექტემბერი 2020

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ტელევიზია დროებით დაიკეტა. მისი ეთერით საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ტრანსლირება მოხდება.

საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ვახო ხუზმიაშვილის განცხადებით, 300-ზე მეტი თანამშრომლის ტესტირებისა და ეპიდემიოლოგიური კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, რა ფორმატით გააგრძელებს აჭარის ტელევიზია მაუწყებლობას.

„ვერც საკუთარ თანამშრომლებს და ვერც საზოგადოებას ვერ ჩავაყენებთ საფრთხის ქვეშ და აქედან გამომდინარე, ვიდრე არ იქნება შესაბამისი რეკომენდაციები, არ გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენი მაუწყებლის შენობა არ არის დიდი და თანამშრომლები მჭიდროდ არიან განთავსებული. შესაბამისად უცნობია, რამდენ ადამიანთან ჰქონდა ინფიცირებულ თანამშრომელს კონტაქტი. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში, ტელევიზიასა და რადიოში ჯამში 340 ადამიანი მუშაობს“, – განაცხადა ხუზმიაშვილმა.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 9 შემთხვევა უკავშირდება ბათუმში მდებარე საკონდიტრო მაღაზია „დონას“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]