დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა, რომ გურიაში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი ქორწილში იმყოფებოდა.
„იმერეთში ეპიდსიტუაცია შედარებით წყნარია. გურიაში სამი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გარკვეულად ერთი აჭარას ებმის და მიმდინარეობს ეპიდკვლევა. პირველი შემთხვევა ვიცი, რომ ნამყოფია ქორწილში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები, როგორც გურიიის, ასევე აჭარის მუშაობენ ამ საკითხზე, მიმდინარეობის კონტაქტების კვლევა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, აჭარის ან ბათუმის ჩაკეტვა მოსალოდნელი არ არის. გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოწუდა აჭარაში მყოფ მოქალაქეებს, უფასო ტესტირებით ისარგებლონ.
„არავითარი ჩაკეტვა არ იქნება ბათუმის, აჭარის. არ არის შემთხვევების ის რაოდენობა, რაღაც რადიკალური ზომები რომ იყოს მიღებული, მაგრამ მიმდინარეობს გაფართოებული კვლევები და კიდევ უფრო გაფართოვდება. ეპიდსიტუაცია მთლიანად ქვეყანაში კონტროლირებადია, ასევე აჭარის რეგიონში. არაფერია საპანიკო და არავითარი განგაშის საფუძველი არ გვაქვს, მაგრამ სიტუაცია საყურედღებოა. ამ ზაფხულს და განსაკუთრებით აგვისტოში, ძალიან დიდი მობილობა გვქონდა აჭარის რეგიონში, თითქმის ნახევარი საქართველო ჩამოსული იყო. კარგია, დაისვენეს, შიდა ტურიზმი გაფართოვდა, მაგრამ რეგულაციები უნდა დავიცვათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.