შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, 4 სექტემბერს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრს.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
გლუნჩიძის განცხადებით, მასთან სამი ადამიანი მივიდა და ფიზიკურად გაუსწორდნენ „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან სამუშიას მხარდაჭერის გამო.