შემთხვევა შავი კლდეების ტბაზე მოხდა, სადაც გერმანიიდან ჩამოსული ცოლ-ქმარი ისვენებდა. გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ადგილობრივია. დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მედიასთან განაცხადეს, რომ უცხოელები ადგილობრივ ტურისტებს აღკვეთილში შეხვდნენ და სუფრაზე ერთად იყვნენ. მათივე თქმით, დაკავებულმა ქალის გაუპატიურება უარყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.