weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ავარიების შედეგად გორში 12 წლის ბავშვი დაიღუპა, ახალციხეში კი 8 წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა

09:45 ორშაბათი, 07 სექტემბერი 2020

გორის მუნიციპალიტეტში, გორი-ტყვიავის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ავტოავარია გუშინ, 6 სექტემბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს ბავშვის მამა მართავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.

გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხეშიც, სადაც 8 წლის ბავშვი მოტოციკლის შეჯახების შედეგად მძიმედ დაშავდა. შემთხვევა მოტორბოლის დროს მოხდა. დაშავებული ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

პოლიცია ახალციხეში მომხდარ შემთხვევას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]