რუისპირში მკვლელობა 5 სექტემბერს, გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ვანო ხანჯალიაშვილი, რომელიც სახლიდან ავტომობილით გაიყვანეს, მოგვიანებით, ამავე ავტომობილში მოკლული იპოვეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ჰქონდა მიყენებული. ადგილობრივები აცხადებენ, რომ 2-3-ჯერ გასროლის ხმა გაიგეს.
ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა მოკლულის საქმიანობას - ავტომობილებით ვაჭრობას უკავშირდება.