weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დე ფაქტო შსს-ს განცხადებით, გალის მცხოვრები ე.წ. საზღვრის მიმართულებით გაიტაცეს

12:16 ორშაბათი, 07 სექტემბერი 2020

რუსეთის მიერ ოკუპირებული გალის რაიონში ბიზნესმენი ჯემალ სოსელია გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გალის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაწყებულია გამოძიება.

ე.წ. აფხაზეთის შს სამინისტროს ცნობით, 1962 წელს დაბადებული ჯემალ სოსელიას გატაცების შესახებ ინფორმაცია შსს-ს გალის რაიონულ განყოფილებაში 6 სექტემბერს შევიდა.

„საგამოძიებო-ოპერატიულმა ჯგუფმა გაარკვია, რომ 5 სექტემბერს, დაახლოებით 22 საათზე, ტყვარჩელის რაიონის სოფელ რეჩხში შეიარაღებულმა ნიღბიანებმა გააჩერებს „ბე ემ ვეს“ მარკის ავტომობილი, რომელშიც ამავე სოფლის მცხოვრები ჯემალ სოსელია იმყოფდებოდა და შემდეგ, უცნობი პირები სოსელიასთან ერთად გალის რაიონის სოფელ აბერკიტის (საბერიო) მიმართულებით გავიდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, „ენგურჰესის“ ქვესადგურის ტერიტორიაზე, დაუდგენელ პირებსა და მოქალაქე სოსელიას შორის კონფლიქტი მოხდა, რომელიც მეგრულ ენაზე სიტყვიერ შელაპარაკებაში და შემდეგ ჩხუბში გამოიხატა, ამის შემდეგ თავდამსხმელები, რომლებიც სოსელიას ძალით იჭერდნენ, საქართველოს რესპუბლიკის საზღვრის მიმართულებით გაემართნენ“, – აცხადებს დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამონისტრო.

მათივე ცნობით, ჯემალ სოსელიას ავტომობილი ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების თანამშომლებმა გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის გზაზე იპოვეს.

„დადგენილია, რომ ეჭვმიტანილები და გატაცებული მოქალაქე სასაზღვრო მონაკვეთამდე ფეხით, ტყის მასივის გავლით გაემართნენ“, – აცხადებს დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]