weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კარანტინში ყოფნის ვადა 8 დღემდე შემცირდა

15:29 ორშაბათი, 07 სექტემბერი 2020

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საკარანტინო დღეების რაოდენობა 12-დან 8-მდე შემცირდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„პირველი საკარანტინო სივრცეები ჩვენთან 14 დღის განმავლობაში ფუნქციონირებდა, ქვეყანაში შემოსვლის პირობებში. საკარანტინო მოთხოვნა 14 დღის ნაცვლად იქნება 8 დღე. 8 დღის შემდეგ იქნება PCR ტესტი და მეცხრე დღეს, PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მოქალაქეები საკარანტინო სივრცეს დატოვებენ და ექნებათ ვალდებულება, მეთორმეტე დღეს კიდევ ერთი PCR ტესტი გაიკეთონ. ამით ჩვენ ვამცირებთ საკარანტინო დღეების რაოდენობას და უფრო მეტ თავისუფლებას ვაძლევთ ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შესაძლოა უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა საკარანტინო სივრცეებში გაგრძელდეს.

„შესაძლებელია, მსუბუქად მიმდინარე შემთხვევების და უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა სამი ქალაქის პირობებში - თბილისში, ბათუმისა და ქუთაისში გაგრძელდეს სხვადასხვა სივრცეებში, მათ შორის სასტუმროებში, ექიმების სრული მეთვალყურეობით.

ეს ყველაფერი განხორციელდება ჩვენს მიერ შექმნილი კლინიკური ჯგუფის, რომელსაც თენგის ცერცვაძე ხელმძღვანელობს, პროტოკოლების შესაბამისად. ეს შესაძლებელია, ასეთი გეგმა გვაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

უწყებათაშრორისი საბჭოს კიდევ ერთი გადაწყვეტილების თანახმად, 15 სექტემბრიდან საქართველოში შემოსული ყველა უცხოელი, მათ შორის ნაცვალგების პრინციპით შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ვალდებული იქნებიან თან 72-საათიანი PCR ტესტი იქონიონ.

„ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ყველამ ერთად, ჩვენს კოლეგებთან და პარტნიორებთან ერთად დავაზღვიოთ ჩვენი მოქალაქეებისა და სტრუმრების ჯანმრთელობა, უფრო ეფექტურად ვმართოთ ვირუსი. ეს ეხება, ნაცვალგების პრინციპით, იმ ქვეყნებს, რომლებსაც არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ. მათ ჩვენი მხრიდან ეს მოთხოვნა დაუწესდებათ მხოლოდ 15 სექტემბრიდან“, – აღნიშნა გახარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]