ადგილობრივი გამოცემა Jnews-ის ცნობით, 63 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სამი ადმიანი – დედა და მისი არასრულწლოვანი შვილები სხეულის სხვადასხვა დაზიანებით ახალქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დიდი ალბათობით, სამედიცინო დაწესებულებიდან დღესვე გაწერენ.
გარდაცვლილი და დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.