weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

1-ელ ოქტომბრამდე ბათუმისა და ქობულეთის სკოლებში სწავლა დისტანციურად წარიმართება

16:49 ორშაბათი, 07 სექტემბერი 2020

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმსა და ქობულეთში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები პირველი ორი კვირის განმავლობაში დისტანციურად ისწავლიან. საკლასო ოთახებში სწავლა 15 სექტემბრიდან უნდა დაწყებულიყო.

„ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე ქობულეთსა და ბათუმში სასწავლო პროცესი გადაიდება. სწავლა იქნება დისტანციურად პირველი ორი კვირის განმავლობაში, რაც ნიშნავს, რომ ბათუმსა და ქობულეთში ბავშები სკოლებში და სტუდენტები აუდიტორიებში სწავლას პირველი ოქტომბრიდან განაგრძობენ, მანამდე სწავლა დაიწყება დისტანციურად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 20 აჭარის რეგიონს უკავშირდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აჭარაში, აგვისტოსა და სექტემბერში, კორონავირუსის 156 დადებითი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 40 საკონდიტრო მაღაზია „დონას“ უკავშირდება. 30 შემთხვევა დაფიქსირებულია ქობულეთში, ხოლო ერთი ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“.

„დღეს ყველაზე უფრო დაძაბული და ცხელი წერტილი ქვეყანაში აჭარის რეგიონი გვაქვს და ამიტომაც, იქ განხორციელდება გარკვეული ღონისძიებები სწავლასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]