weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

8-დღიანი კარანტინი მხოლოდ უცხოეთიდან შემოსულებს ეხება - გამყრელიძის განმარტება

00:47 სამშაბათი, 08 სექტემბერი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ 8-დღიან კარანტინს მხოლოდ უცხოეთიდან შემოსული პირები გაივლიან და საკარანტინო ვადის შემცირება არ შეეხება მათ, ვისაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი დაუდგინდება. 

„12-დღიანი საკარანტინო ვადა შეიცვალა და შემცირდა 8 დღემდე. ეს არის საქართველოში შემოსულ ადამიანებზე და არა საქართველოში ინფიცირებულთან კონტაქტირებულებზე. ანუ საქართველოში შემოსული ყველა ადამიანი, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, რომელიც დადგენილია და ეკუთვნის თვითიზოლაცია, მიდიან კარანტინში. ეს გახლდათ 12 დღე და ჩამოიწია 8 დღემდე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კარანტინის მე-8 დღეს მოქალაქეებს სახელმწიფოს ხარჯზე გაუკეთდებათ PCR ტესტი და თუ ის უარყოფითია, კარანტინიდან გათავისუფლდებაიან იმ პირობით, რომ მე-12 დღეს ისევ სახელმწიფოს ხარჯზე PCR ტესტს ჩაიტარებენ. ამირან გამყრელიძის თქმით, მე-12 დღემდე, სასურველია, მათ ნაკლები კონტაქტი ჰქონდეთ საზოგადოებასთან, „თუ რაიმე განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის“.

„თუ მე-12 დღესაც უარყოფითი იქნება ტესტის პასუხი, მაშინ ამ ადამიანს შეუძლია თავისუფლად გადაადგილება, მუშაობა და ა.შ.“, - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

საკარანტინო ვადის შემცირებასთან დაკავშირებით განცხადება 7 სექტემბერს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სამჭომ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:

  • დახურულ სივრცეში სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების, როგორებიცაა ქორწილი, ქელეხი და ა.შ გამართვასთან დაკავშირებით ადმინისტრირება მკაცრდება; 
  • ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში წარიმართება, ხოლო საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში - პირველი ოქტომბრიდან დაიწყება;
  • საქართველოში შემომსვლელ იმ ქვეყნების მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, რომლებთანაც მოქმედებს ნაცვალგების პრინციპი და ამ დრომდე ქვეყანაში თავისუფლად შემოდიოდნენ, 15 სექტემბრიდან მოეთხოვებათ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხის წარმოდგენა.
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]