სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია ლომისასთან მისასვლელი გზის, კელიის და შესაწირის მოწყობა. გაკეთდება საპარკინგე სივრცეები, სველი წერტილები და დამონტაჟდება გარე განათებები.
სატენდერო წინადადებების წარდგენა 15 სექტემბერს დასრულდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 365 დღეში უნდა შესრულდეს. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.