ამ დროისთვის ქვეყანაში COVID-19-ის 363 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
დღევანდელი მონაცემების გათვალისწინებით, პანდემიის დაწყების შემდეგ (26 თებერვლიდან), საქართველოში ვირუსი სულ 1729 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 1321 (77%) უკვე გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.