weather cur horoscope tv
ივნისი 27, 2022

კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება, 4 „ავერსის“ თანამშრომელია

11:19 სამშაბათი, 08 სექტემბერი 2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 23 აჭარას უკავშირდება.

„45 ახალი შემთხვევიდან 3 არის „დონას“ კლასტერი, 13 - დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 4 სამედიცინო პერსონალია „ავერსის“ კლინიკიდან, 4 შემოტანილი შემთხვევაა, საიდანაც 1 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 12 არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში, 3-ზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა წყაროს დადგენის და კონტაქტების გამოვლენის მიზნით.

23 შემთხვევა აჭარას უკავშირდება. საინტერესოა, რომ ამ 45 ახალ შემთხვევას შორის 5 ჯგუფური შემთხვევა გვაქვს – თბილისში ფართომასშტაბიანი ქორწილიდან.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ავადობის მაჩვენებლები შეიცვალა. 100 ათას მოსახლეზე ავადობის მაჩვენებელი უკვე 8 გახდა. მართალია, ამ მაჩვენებლით ჯერჯერობით ქვეყანა რჩება მწვანე ზონაში იმიტომ, რომ ინციდენტობა 10-ზე ნაკლებია, მაგრამ 45 ახალი დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში ეპიდემიის პერიოდში პირველად დადასტურდა. აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დაავადებამ მიიღო უფრო ინტენსიური გავრცელება და ჩვენი ზომიერი კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება.

აჭარაში კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობაა. იქ ინციდენტობის მაჩვენებელი 42,04-ია, რაც ნიშნავს, რომ აჭარის რეგიონი უკვე წითელი ზონაა და ამიტომ იქ დამატებითი ღონისძიებები იქნება გასატარებელი, კერძოდ, რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ტესტირების გაფართოება. ამ ეტაპზე საუბარი არ არის ჩაკეტვაზე“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 5-ით გაიზარდა – იყო 1315 და გახდა 1321.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]