weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში გამოვლინდა

10:49 ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2020

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 44-ით გაიზარდა, 4 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. 44 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარაში დაფიქსირდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, PCR ტესტი 2700 პირს ჩაუტარდა, საიდანაც ვირუსი 25-ს დაუდასტურდა. ინფიცირებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. 22 პაციენტს მსუბუქი მიმდინარეობის პნევმონია აქვს, 3 კი რეანიმაციულ განყოფილებაშია, თუმცა ისინი მართვით სუნთქვაზე არ იმყოფებიან.

„ინფიცირებულები ძირითადად სხვადასხვა მინიკლასტერებთან კონტაქტირებული პირები არიან, მათ შორის, 7 პირი დაკავშირებულია ე.წ. ხოფის ბაზრობასთან - 2 თანამშრომელია და 5 უკვე გამოვლენილი პირის ოჯახის წევრები არიან. დაახლოებით 10-მდე შემთხვევასთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს ინფექციური წყაროს მოძიება და ალბათ, დღის განმავლობაში, ყველასთან მიმართებაში გვექნება დაზუსტებული ინფორმაცია“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე ეპიდსიტუაციის შესახებ ინფორმაცია დილით განახლდა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვლიდან) დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი 1773 ადამიანს დაუდასტურდა, სიადანაც 1325 (75%) უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 403 აქტიური შემთხვევაა. კარანტინის რეჟიმში 5882 მოქალაქე იმყოფება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]