weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

COVID-19-ის ახალი შემთხვევებიდან 27 აჭარას უკავშირდება

11:29 ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2020
ფოტო აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის არქივიდან ფოტო აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის არქივიდან

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 27 აჭარას უკავშირდება. ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 122 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

„შემთხვევათა ნაწილი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებს წარმოადგენენ და ძირითადად, ისინი ოჯახური კონტაქტები არიან. 16 კონტაქტი გახლავთ უცნობი, მათ შორის, კარანტინშია ერთი იმპორტირებული შემთხვევა და აგრეთვე, არის წინა დღეს დაანონსებული უცნობ შემთხვევებთან დაკავშირებული კონტაქტები.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 122 პაციენტი იმყოფება. 18 პაციენტი, რომელსაც არ აქვს კლინიკური გამოვლინება და არის მინიმალური სიმპტომატიკის მქონე, გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში. ისინი 24-საათიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან“, – განაცხადა რუსუდან  შავიშვილმა.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 451 აქტიური შემთხვევაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]