weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

11:58 ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ „რეგინფოსთან“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

ნელი ხიზანიშვილის თქმით, ველისციხეში ეპიდემიოლოგიური კვლევის ჩასატარებლად მედიკოსები დილით გავიდნენ. პაციენტის ინფიცირების წყარო და კონტაქტები სავარაუდოდ დღის ბოლოსთვის იქნება ცნობილი.

ინფიცირებული ქალი გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში იმყოფება და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს. ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში გუშინ, თერაპიული განყოფილების პალატაში მოათავსეს და მასთან შეხება ჰქონდათ როგორც სამედიცინო პერსონალს, ისე სხვა პაციენტებს.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 451 აქტიური შემთხვევაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]