weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

COVID-19-ის გამო ცაგერის 2 სოფელში პოლიციის საკონტროლო პუნქტები მოეწყო

17:23 ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2020

კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევის დადასტურების გამო, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ორბელსა და ლაჯანაში პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა და საკონტროლო პუნქტები მოეწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ სოფლებში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე ჩაუტარდება პირველადი თერმოსკრინინგი და ტესტირება.

როგორც „რეგინფოს“ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ უგრეხელიძემ განუცხადა, ლაილაშის და ორბელის ადმინისტრაციული ერთეულების 12 სოფელში, სადაც 2500-მდე ადამიანი ცხოვრობს, მასობრივი ტესტირება ჩატარდება. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტში კორონავირუსი სულ 12 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 5 შემთხვევა გამოვლენილია ორბელში, 4 - ლაჯანაში, ხოლო 3 სპათაგორში.

„ინფიცირების წყარო უკავშირდება თბილისში გამართულ ერთ-ერთ ქორწილს, თუმცა კვლევები მიმდინარეობს და უფრო დაზუსტებული ინფორმაცია მოგვიანებით გვექნება. ადგილზე ეპიდემიოლოგთა 4 ჯგუფი მუშაობს“, – უთხრა ავთანდილ უგრეხელიძემ „რეგინფოს“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

„პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, აღნიშნულ დასახლებებში შემსვლელი და გამომსვლელი მოქალაქეების სავალდებულო თერმოსკრინინგს და ტესტირების პროცესს აქტიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში გაუწევს მონიტორინგს.

სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას ვირუსის გავრცელების აღმოსაფხვრელად მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და საჭიროების შემთხვევაში მათ მაქსიმალურად დაეხმარებიან“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 451 აქტიური შემთხვევაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]