weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქუთაისის ერთ სკოლაში კორონავირუსი 21 მასწავლებელს დაუდასტურდა

17:40 ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2020

ქუთაისის 32-საჯარო სკოლაში კორონავირუსი 21 მასწავლებელს, მათ შორის დირექტორს და დირექტორის მოადგილეს, დაუდასტურდა. სკოლის დირექტორის მოადგილემ, ნათია ხაზარაძემ გამოცემა „ქუთაისი პოსტთან“ განაცხადა, რომ მასწავლებლებს ვირუსზე პირველი ტესტირება დღეს ჩაუტარდათ.

„გვყავს 21 ინფიცირებული მასწავლებელი. მათ არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდათ. ეტაპობრივად გადაჰყავთ სამკურნალოდ“, – ამბობს ნათია ხაზარაძე.

„ქუთაისი პოსტის“ ცნობით, 32-ე საჯარო სკოლაში კორონავირუსი პირველად დაუდასტურდა ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებას თავად მიმართა. კორონავირუსი დაუდასტურდათ მისი ოჯახის წევრებსაც.

ვირუსის გამო, საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ორი კვირის დაგვიანებით, პირველ ოქტომბერს დაიწყება.

დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მასწავლებლებს და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს მოუწოდა, 15 აგვისტოდან მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მატარებელ რეგიონებში ყოფნის შემთხვევაში, თავი შეიკავონ სამსახურში გამოცხადებისგან.

„მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში მასწავლებელს, ან სასწავლო დაწესებულების თანამშრომელს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან 15 აგვისტოდან იმყოფებოდნენ აჭარაში, ან ეპიდემიოლოგიური რისკების მატარებელ სხვა რეგიონებში, საქმის კურსში ჩააყენონ განათლების სამინისტრო, თავიანთი უწყებები და სასწავლო წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში სამსახურში გამოცხადებისგან თავი შეიკავონ“, – განაცხადა პრემიერმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]