weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კარანტინი გამოცხადდა

10:59 პარასკევი, 11 სექტემბერი 2020
თავდაცვის სამინისტროს ფოტო თავდაცვის სამინისტროს ფოტო

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კარანტინი გამოცხადდა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც იქ ჩასულ ტრენერს კორონავირუსი დაუდასტურდა.

საჩხერის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ლალი ტაბატაძემ „რეგინფოს“ განუცხადა, რომ სამშაბათიდან 14-დღიან კარანტინში იმყოფება ბაზაზე მყოფი 14 ადამიანი, ვისაც ინფიცირებულთან უშუალო შეხება დახურულ სივრცეში, პირბადის გარეშე ჰქონდა.

ლალი ტაბატაძის თქმით, სამთო მომზადების ბაზაზე ტესტირება სულ 153 ადამიანს ჩაუტარდა და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითი იყო.

რაც შეეხება ინფიცირებულ ტრენერს, ის მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]