weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბოლო 3 თვეში 95%-მა ინტერნეტი სოციალური ქსელებისთვის გამოიყენა – საქსტატი

12:30 პარასკევი, 11 სექტემბერი 2020

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, ინტერნეტით უზრუნველყოფილია საქართველოს შინამეურნეობების 83.8%.

წელს, წინა წელთან შედარებით, ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 4.6%-ით გაიზარდა: საქალაქო დასახლებებში 90.7%, ხოლო სასოფლო დასახლებებში 74.5% შეადგინა. ეს მაჩვენებლი რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი თბილისსა და აჭარაშია და 93.5 და 91.9% შეადგენს.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 74%-მა, რაც 3.4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 82.4%-ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 61.6%-ით განისაზღვრა. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა ყველაზე მაღალია 15-29 წლის მოსახლეობაში და 97.2%-ს შეადგენს.

 

15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომლებიც ბოლო 3 თვის განმავლობაში სარგებლობდნენ ინტერნეტით, 89.2% ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა, 9.4% - კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 1.4% კი - უფრო იშვიათად.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, ინტერნეტის გამოყენების ძირითად მიზნებს წარმოადგენს სოციალური ქსელების გამოყენება - 95.2%, ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი - 86.1%, ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა - 54.9%, ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება - 51.4%, ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა - 47.6%, საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება - 38.5%, ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა - 34.7%, პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა - 17.9% და სამუშაოს ძიება/სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა - 14.2%.

საქსტატის თანახმად, 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში ინტერნეტის მომხმარებელთა 94.7%-მა უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად მობილური მოწყობილობა (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, პლანშეტი და ა.შ.) გამოიყენა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]