weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გალის რაიონში 28 ადამიანს COVID-19 დაუდასტურდა

18:10 პარასკევი, 11 სექტემბერი 2020

ოკუპირებულ გალის რაიონში კორონავირუსი 28 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 22 „ენგურჰესზეა“ დასაქმებული. სააგენტო „ლაივპრესის“ ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ ინფიცირებულებს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

მალხაზ თორიას თქმით, კოვიდინფიცირებულები ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათი გადმოყვანა დღეს იგეგმება.

„ენგურჰესის“ თანამშრომლების ინფიცირებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ: „სამწუხაროდ, დაგვეძაბა სიტუაცია ზუგდიდში. დღეს გამოქვეყნდა და შემიძლია გითხრათ უკვე, რომ გვაქვს იმ ადამიანებთან დაკავშირებული შემთხვევები, რომლებიც ენგურჰესზე მუშაობენ და რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მოძრაობენ საბერიოსა და ზუგდიდს შორის. ამ პროცესის ლოკალიზება იქაც მიმდინარეობს“.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვლიდან) დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი 1917 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 1354 (71 %) უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]