weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

12:32 შაბათი, 12 სექტემბერი 2020

აჭარის მთავრობის აპარატის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. აჭარის მთავრობის პრეს-სამსახური აცხადებს, რომ მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს ინფიცირებულ პირთან ბოლო 10 დღის განმავლობაში არ ქონია კონტაქტი, თუმცა უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, მას და მთავრობის აპარატის თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარდათ. პრეს-სამსახურის თანახმად, მათ კოვიდინფექცია არ დაუდასტურდათ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში აჭარაში 80 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„20-ზე მეტი შემთხვევა რიტუალურ პროცესებთან არის დაკავშირებული, ანუ საქორწილო დარბაზებში ყოფნის ფაქტს უკავშირდება. დაახლოებით 22 შემთხვევის პირველი წყარო არ ჩანს ჯერჯერობით, 7 არის სამედიცინო დაწესებულებებთან, ხოლო 3 ხოფის სავაჭრო ცენტრთან დაკავშირებული შემთხვევაა“, – განაცხადა შავიშვილმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ტურისტული სეზონის დასრულების გამო, აჭარაში განთავსებულ სპეციალურ კარვებში უფასო PCR ტესტირების ჩატარებაზე მიმართვიანობა კლებულობს, რის გამოც კარვები მხოლოდ ორ ადგილზე – ე.წ. ხოფის ბაზრობასთან და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]