weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კორონავირუსი გალის რაიონის 14 მცხოვრებს დაუდასტურდა – ე.წ. საბერიოს კლასტერი

15:40 შაბათი, 12 სექტემბერი 2020
ფოტოზე მალხაზ თორია ფოტოზე მალხაზ თორია

ოკუპირებული გალის რაიონში მცხოვრებ 14 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბოლო დღე-ღამეში, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 526 პირი გამოიკვლიეს.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ განაცხადა, ინფიცირებულები ე.წ. სოფელ საბერიოს კლასტერს წარმოადგენენ და ძირითადად „ენგურჰესის“ თანამშრომლები არიან.

„არცერთი მათგანი არ არის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მცხოვრები“, – განაცხადა ჟურნალისტებთან მალხაზ თორიამ.

მისივე თქმით, ინფიცირებულების გალიდან სამეგრელოში გადმოყვანის პროცესი გუშინ დაიწყო. ახალ პაციენტებს, სავარაუდოდ, არ მოათავსებენ რუხის კლინიკაში, რადგან იქ საკმარისი ადგილები არ არის.

დღეისთვის რუხის კლინიკაში 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, გუშინ, სოფელ საბერიოდან სამეგრელოში 28 კოვიდინფიცირებული გადმოიყვანეს. მათგან 3 რუხის კლინიკაში მოათავსეს, დანარჩენი კი საჩხერის საავადმყოფოში. 28 პაციენტიდან 22 „ენგურჰესის“ თანამშრომელია. მანამდე ვირუსი „ენგურჰესის“ კიდევ 4 თანამშრომელს დაუდასტურდა. ისინიც საბერიოს მცხოვრებლები არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]