weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

COVID-19-ის პრევენციის მიზნით სოფელ მატანთან საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა

11:15 ორშაბათი, 14 სექტემბერი 2020

მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ მატანთან პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მატანში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ​თერმოსკრინინგი და ტესტირება ჩაუტარდება.

„პოლიცია, პრევენციულ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ატარებს.

აღსანიშნავია, რომ სოფელ მატანსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფელში ინტენსიურად პატრულირებენ. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს“, – აცხადებენ შსს-ში.

სოფელ მატანში COVID-19 პირველი შემთხვევა ორი დღის წინ დაფიქსირდა, როდესაც ვირუსი ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა. კორონავირუსი აღმოაჩნდათ მის მშობლებსაც.

რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კახეთის რეგიონში, კერძოდ, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ექვსი შემთხვევაა გამოვლენილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]