weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით – ეზუგბაიას განმარტება

13:55 ორშაბათი, 14 სექტემბერი 2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 109 აჭარას, 17 კი თბილისს უკავშირდება.

„ქვეყანაში იყო 2227 შემთხვევა, დღეს დაგვემატა 165 ახალი შემთხვევა და ამჟამად გვყავს 2392 დადასტურებული შემთხვევა. 165 შემთხვევა ქვეყნის რეგიონებისა და ქალაქის მიხედვით ასე ნაწილდება: აჭარა, ბათუმი – 109; თბილისი – 17; სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი – 9; ქვემო ქართლი, გარდაბანი – 9; შიდა ქართლი, გორი – 6; კახეთი, გურჯაანი – 6; გურია, ოზურგეთი – 4; იმერეთი, ქუთაისი – 4; მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა – 1“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გორსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 5 სექტემბერს, გორში გამართულ 100-კაციან ქორწილს უკავშირდება.

ამასთან, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და კახეთის ერთ-ერთ სკოლაში: „უნივერსიტეტის შემთხვევაში უკვე მოძებნილია კონტაქტები და ყველა იზოლირებულია. რაც შეეხება კახეთის სკოლას, კიდევ კარგი, რომ არ არის სწავლის დაწყების პერიოდი, ბავშვები არ არიან ინფიცირებული. პედაგოგებს შორის იყო გარკვეული შემხებლობა, ეს სიტუაციაც უკვე მართვადია. ძალიან დიდი სამუშაოები მიდის ქვეყანაში და იმედია, სიტუაცია მოწესრიგდება. კონტროლირებადია ყველა რეგიონი. იმედია, მალე განხორციელდება რისკ-ჯგუფების ლოკალიზება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]