weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ბათუმის სამშობიაროში COVID-19-ით ინფიცირებული 7 ორსული მოათავსეს

17:26 ორშაბათი, 14 სექტემბერი 2020

ბათუმის მრავალპროფილურ სამშობიარო სახლში გუშინ და დღეს კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი ორსული მოათავსეს. საავადმყოფოს დირექტორის, ნუგზარ პაპავას განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„კლინიკა გუშინ გადაეწყო. რადგან სამეანო პროფილისაა, მივიღებთ ორსულ პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსი აქვთ. გუშინ შემოვიდა 5 პაციენტი, ერთი კიდევ ღამით დაგვემატა და მეშვიდე ორსული დღეს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არცერთ მათგანს სიმპტომი არ აქვს, მხოლოდ ერთს აღენიშნება ხველა“, – განაცხადა სამშობიაროს დირექტორმა ჟურნალისტებთან.

ნუგზარ პაპავას თქმით, კლინიკაში 22 ორსულის მიღებაა შესაძლებელი.

9 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ბათუმის მრავალპროფილურ სამშობიარო სახლში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც სამშობიარო სახლი სამი დღე დაკეტილი იყო. ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა, ყველა თანამშრომელმა კი PCR ტესტირება გაიარა. ვირუსი არცერთს დაუდასტურდა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 109 აჭარაშია დაფიქსირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]