weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სტამბოლში ქართველი ქალი სავარაუდოდ ქმარმა მოკლა

23:17 ორშაბათი, 14 სექტემბერი 2020

თურქეთის ქალაქ სტამბოლში საქართველოს მოქალაქე, 32 წლის ქალი მისსავე საცხოვრებელ ბინაში მოკლული იპოვეს. დანაშაული სავარაუდოდ ქმარმა ჩაიდინა, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიაში გუშინ, 13 სექტემბერს, საღამოს გავრცელდა. სამართალდამცველებს მოკლული ქალის ახლობლებმა მიმართეს, რომლებიც მას ორი დღე ვერ უკავშირდებოდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ ბინაში ქალის ცხედარი იპოვა - სავარაუდოდ დანით მიყენებული ჭრილობებითა და ცემის კვალით. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. დაკავებულის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მოკლული ქალი სენაკიდან იყო. სტამბოლში მყოფი მისი მეგობრები ქართულ მედია საშუალებებთან ადასტურებენ, რომ ქმარი ცოლს ფიზიკურად უსწორდებოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეს თურქეთიდან სამშობლოში დღეს გვიან ან ხვალ გადმოასვენებენ. მისივე თქმით, გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა და პირველადი მონაცემებით, ძალადობის კვალი, აგრეთვე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ამ დანაშაულში ეჭვმიტანილია საქართველოს მოქალაქე, თუმცა ჯერჯერობით ამის თაობაზე დაზუსტებული მონაცემები თურქეთს არ გამოუქვეყნებია“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]