weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან 124 ბათუმს უკავშირდება – ეზუგბაია

11:37 სამშაბათი, 15 სექტემბერი 2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან 124 ბათუმს უკავშირდება.

„170 ახალ შემთხვევაზე მინდა, ორნაირი ახსნა მოგაწოდოთ: 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50 მოგზაურობის ისტორიით, 4 საკარანტინო სივრცეში დადასტურებული, დანარჩენი არის ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევები, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება.

170 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: აჭარა, ბათუმი – 124, თბილისი – 20, იმერეთი, ქუთაისი – 13, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი – 6, გურია, ოზურგეთი – 3, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა – 3, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, ცაგერი – 1.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა გუშინ იყო 1370 და დღეს გახლავთ 1381. მხოლოდ 11 პაციენტი გვყავს გამოჯანმრთელებული და ამ ეტაპზე, 1154 პაციენტი მკურნალობს კოვიდ-ცენტრებში. ეს მაჩვენებელი მოიცავს კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმროებში გადაყვანილ მსუბუქი ფორმების მქონე და ასიმპტომური პაციენტებს“, – განუცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, საყურადღებოა აჭარაში არსებული ეპიდვითარება, ხოლო სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში, ბოლო დღეებში, ინფიცირებულთა რაოდენობის განსაკუთრებული ზრდა არ შეინიშნება: „ეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებლები“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]