weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კახეთში COVID-19-ზე 256 ადამიანის ტესტის პასუხი უარყოფითია

14:31 სამშაბათი, 15 სექტემბერი 2020

კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა ჯერჯერობით არ არის გამოვლენილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, უარყოფითია გუშინ გადაგზავნილი 256 ტესტის ნიმუშზე მიღებული პასუხი, კიდევ 214 ანალიზის პასუხი დღეს უნდა გახდეს ცნობილი.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, 14 სექტემბრის დილის მდგომარეობით, კახეთში COVID-19-ის 16 შემთხვევაა დაფიქსირებული. გრძელდება გაფართოებული ტესტირება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში და როგორც ხიზანიშვილმა თქვა, „ალბათ, არ დარჩება ადამიანი, რომელსაც არ გამოიკვლევენ“.

„სოფელ მატანში გუშინ გაფართოებული ტესტირება დაიწყო და დაახლოებით 750 ნიმუში იქნა აღებული. მთლიანად კახეთის რეგიონში, როგორც გეგმიური, ასევე სხვა რისკის ჯგუფებიდან, 1069 ნიმუში ავიღეთ. დღის განმავლობაში, 13:00 საათზე თბილისში გაგზავნილი იქნა 256 ნიმუში, ყველა ნიმუშის შედეგი ცნობილია და არის ნეგატიური. ღამის 9 საათზე, ტესტირებისთვის კიდევ 214 ნიმუში გაიგზავნა. ჯერჯერობით მათი შედეგები არ ვიცით. დანარჩენი ნიმუშები დღეს გაიგზავნება და მათი შედეგები ხვალ იქნება ცნობილი“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე თქმით, კახეთში ეპიდვითარება სტაბილური და კონტროლირებადია.

„ლაგოდეხში არსებული ვითარება მეტად სტაბილურია იმიტომ, რომ არანაირი ახალი კონტაქტები და შემთხვევები არ გამოვლენილა. მხოლოდ ორი ოჯახია, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფება. ხუთივე შემთხვევა შემოტანილია აჭარიდან და შიძლება კახეთის შემთხვევებად არც ჩაითვალოს. ყველა მათგანი იმყოფებოდა აჭარაში და ვირუსი ჩამოსვლის შემდეგ დაუდასტურდათ. რაც შეეხება ველისციხეს, ველოდებით კონტაქტების (63 ნიმუში) შედეგებს, რაც გაგზავნილი იქნა გუშინ ღამით. ამ შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, რა დამატებითი ღონისძიებების გატარება იქნება საჭირო“, – აღნიშნა ნელი ხიზანიშვილმა.

15 სექტემბრის დილის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევაა დადასტურებული. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 170 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: აჭარა, ბათუმი – 124, თბილისი – 20, იმერეთი, ქუთაისი – 13, სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი – 6, გურია, ოზურგეთი – 3, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა – 3, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, ცაგერი – 1.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]