weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ჩემს შვილიშვილებს ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში – გამყრელიძე

10:07 ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020

„ჩემი რამდენიმე შვილიშვილი სკოლის მოწაფეა და მაქვს ეს პრობლემები ოჯახშიც, რომ, აი, რატომ არ წავედით სკოლაში, რატომ არ გვიშვებ, ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ მათ სკოლაში“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამყრელიძემ სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის გადადების მიზეზებზე ისაუბრა.

„საქართველოში 15 სექტემბერს სწავლას იწყებდა დაახლოებით 120-140 ათასი სტუდენტი და ნახევარ მილიონზე მეტი სკოლის მოწაფე. ეს არის მობილობის ძალიან სერიოზული ზრდა უცბად, რამდენიმე დღეში. ეროვნულ გამოცდებზე, როცა მობილობის სერიოზული ზრდა იყო, ეს გამოცდა კარგად ჩავაბარეთ. ახლა, მართალი გითხრათ, ასეთი დიდი მობილობა, როცა შემთხვევების ზრდა გვქონდა ბოლო ექვსი დღის განმავლობაში და ასეულს გადავაჭარბეთ, შემაშფოთებელი იყო. დიდი მასა მოწაფეების და სტუდენტების 6-7 დიდ ქალაქშია. ამიტომ, მოკლე, ორკვირიან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მიზანშეწონილად მიიჩნია საკოორდინაციო საბჭომ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსთან ერთად ცხოვრება სულ მცირე ერთი წელი მოგვიწევს, ამიტომ პერიოდულად მსგავსი ცვლილებები, განათლების თუ სხვა სისტემებში, მოსალოდნელია.

გუშინ, 15 სექტემბერს, ქვეყანაში მოქმედი 2085 საჯარო და 220 კერძო სკოლიდან სწავლა საკლასო ოთახებში 1577 სკოლამ, ხოლო 730-მდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ დისტანციურად დაიწყო. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დისტანციური, ონლაინ სწავლებისთვის სპეციალურ სისტემაში ცართულია 600 000-ზე მეტი მოსწავლე და 55 000-მდე მასწავლებელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]