ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამყრელიძემ სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის გადადების მიზეზებზე ისაუბრა.
„საქართველოში 15 სექტემბერს სწავლას იწყებდა დაახლოებით 120-140 ათასი სტუდენტი და ნახევარ მილიონზე მეტი სკოლის მოწაფე. ეს არის მობილობის ძალიან სერიოზული ზრდა უცბად, რამდენიმე დღეში. ეროვნულ გამოცდებზე, როცა მობილობის სერიოზული ზრდა იყო, ეს გამოცდა კარგად ჩავაბარეთ. ახლა, მართალი გითხრათ, ასეთი დიდი მობილობა, როცა შემთხვევების ზრდა გვქონდა ბოლო ექვსი დღის განმავლობაში და ასეულს გადავაჭარბეთ, შემაშფოთებელი იყო. დიდი მასა მოწაფეების და სტუდენტების 6-7 დიდ ქალაქშია. ამიტომ, მოკლე, ორკვირიან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მიზანშეწონილად მიიჩნია საკოორდინაციო საბჭომ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, კორონავირუსთან ერთად ცხოვრება სულ მცირე ერთი წელი მოგვიწევს, ამიტომ პერიოდულად მსგავსი ცვლილებები, განათლების თუ სხვა სისტემებში, მოსალოდნელია.
გუშინ, 15 სექტემბერს, ქვეყანაში მოქმედი 2085 საჯარო და 220 კერძო სკოლიდან სწავლა საკლასო ოთახებში 1577 სკოლამ, ხოლო 730-მდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ დისტანციურად დაიწყო. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დისტანციური, ონლაინ სწავლებისთვის სპეციალურ სისტემაში ცართულია 600 000-ზე მეტი მოსწავლე და 55 000-მდე მასწავლებელი.