COVID-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების დინამიკა ბოლო დღეებში ასეთია: 15 სექტემბერი – 170; 14 სექტემბერი – 165; 13 სექტემბერი – 152; 12 სექტემბერი – 158; 11 სექტემბერი – 87; 10 სექტემბერი – 57; 9 სექტემბერი – 44.
პანდემიის დაწყების დღიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსის 2758 შემთხვევაა დადასტურებული. გუშინ დილის შემდეგ გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 31-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 1412-ია.