weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

COVID-19-ის 196 ახალი შემთხვევის განაწილება ქვეყანაში – ეზუგბაიას განმარტება

11:40 ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის 145 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ განცხადება ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან გააკეთა:

„გუშინდელი მონაცემებით, 2562 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. დაგვემატა 196 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გვაქვს 2758. ეს 196 შემთხვევა ასეა განაწილებული: აჭარა: ბათუმი – 144 და ქობულეთი –1; თბილისი – 29; იმერეთი: ქუთაისი – 7 და საჩხერე –1; შიდა ქართლი, გორი – 4; ქვემო ქართლი, გარდაბანი – 3; გურია, ოზურგეთი – 4; სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზუგდიდი – 2 და ფოთი –1; მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა –1.

ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი კვლავ აჭარაზე მოდის, რის გამოც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძალებია მიმართული აჭარისკენ და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე მოხდება შემთხვევების შემცირება, ლოკალიზება და ალბათ ლიკვიდაციაც.

მხოლოდ 31 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს: იყო 1381 და 1412 გახდა. ამ მონაცემების შეჯერებით, ჯამში, 1319 პაციენტი მკურნალობს კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო-სამკურნალო დაწესებულებებში“.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ივნისში, კორონავირუსზე დღეში 807 ტესტი კეთდებოდა, ივლისში - 1415, ხოლო აგვისტოსა და სექტემბერში 1500-ს გადააჭარბა: „გუშინ, ვიცი, რომ კიდევ დაემატა ლაბორატორიული ცენტრები და ტესტების რაოდენობა მოიმატებს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]