weather cur horoscope tv
სექტემბერი 19, 2020

ბოლნისში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ჟურნალისტს დაჭრით დაემუქრა – მთავარი არხი

16:53 ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020 hits 255

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ვუგარ ისაევი მათ ჟურნალისტს, ჯეიჰუნ მუჰამედ ალის დაჭრით დაემუქრა. ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევა სოფელ ნახიდურში მოხდა, სადაც „ძალა ერთობაშიას“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი დღეს ამომრჩეველს შეხვდა.

ჟურნალისტის თქმით, ბოლნისის საკრებულოში ნახიდურის მაჟორიტარი დეპუტატი, ვუგარ ისაევი გააღიზიანა მისმა შეკითხვამ – რატომ იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმ ადგილზე, სადაც ხალხს ოპოზიცია ხვდებოდა.

„როცა კამერა არ იღებდა, მითხრა, რომ დანით დამჭრის. შემდეგ კამერა ჩავრთეთ და ვკითხე, რატომ აწუხებდა ჩემი კითხვა. მითხრა, რომ არ უნდა გადამეღო“, – განაცხადა ჟურნალისტმა.

„მთავარი არხი“ დეპუტატისა და ჟურნალისტის საუბრის ამსახველ კადრებს აქვეყნებს.

„შენ აქ ვერ გადაიღებ ვერაფერს, მე ასე მინდა. თქვენ ხართ შანტაჟით დაკავებული. ვინ ხარ საერთოდ, მოდიხარ და ჩემს სოფელში წინააღმდეგობას მიწევ? გითხარი არ გადამიღო და მორჩა, არ გაქვს ამის უფლება. არჩევნების მერე, შენ და სხვებსაც ცალკე შეგხვდებით. შენ ვინც კაცს გეუბნება, ის არის უნამუსო. არაკაცი ხარ. არჩევნები დამთავრდეს და სულ სხვანაირად დაგელაპარაკები. მიდი აბა, იმუშავე „ნაციონალებზე“, – ეუბნება „ქართული ოცნების“ დეპუტატი ჟურნალისტს [„მთავარი არხის“ თარგმანი].

„რეგინფოს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრეს-სამსახურში უთხრეს, რომ ვუგარ ისაევი ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს. პრეს-სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ისაევმა განაცხადა, რომ მუქარის შესახებ ჟურნალისტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]