ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3119 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 13-ით გაიზარდა და 1435-ია.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.