შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა სხვა არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, რის შემდეგაც მას ძალადობისთვის ბრალდებულმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ყურის არეში დაზიანებები მიაყენა.
პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 126-ე და 117-ე მუხლებით აწარმოებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, დანიშნულია ექსპერტიზები და მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები.