weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

წყალტუბოში სკოლის პედაგოგს COVID-19 დაუდასტურდა

14:42 პარასკევი, 18 სექტემბერი 2020

იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის საჯარო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სამი დღის წინ დაწყებული სასწავლო პროცესი შეწყდა. მოსწავლეები და პედაგოგები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ინფიცირებულ პედაგოგს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მამუკა ჩხეტიანმა განაცხადა, პატრიკეთის სკოლაში სწავლა მაშინ განახლდება, როცა ამისთვის რეკომენდაციას მიიღებენ. 

იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 1132 ადამიანს აუღეს ნიმუში, საიდანაც 11-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ახალი შემთხვევები ძირითადად ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლას უკავშირდება.

 

ამ თემაზე:

აჭარაში კორონავირუსის 129 შემთხვევა დადასტურდა, თბილისში – 34, იმერეთში – 11

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]