ქალს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს. მესტიის საავადმყოფოში მას ოპერაცია ჩაუტარდა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ. ექიმის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შემთხვევა გუშინ, 17 სექტემბერს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.