არსებული ინფორმაციით, საჩხერიდან თბილისისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადატრიალდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის ერთი მგზავრი ადგილზე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.