„სამხრეთის კარიბჭის“ თანახმად, კაცი საქართველოში სომხეთიდან შემოვიდა, ვირუსი კი უკან დაბრუნებისას, სავარაუდოდ სომხეთის საზღვარზე აღებული ტესტით დაუდგინდა.
კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები ბაკურიანში, საკარანტინო სივრცეში გადაიწყვანეს.
„ჯერ კიდევ შემოჰყავთ ახალციხიდან ხალხი, ჩემი ვარაუდით 100-მდე კაცია კონტაქტში მყოფი“, – ამბობს ინფიცირებულის ერთ-ერთი კონტაქტი.
მისივე თქმით, კაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ახალციხეში 13 და 14 სექტემბერს იმყოფებოდა, შემდეგ კი თბილისში წავიდა, სადაც თანამშრომლებს შეხვდა.
„ბიზნესმენია, საქართველოშიც აქვს ბიზნესები და სომხეთშიც. საზღვარზე გაუკეთეს ტესტირება და ისე შემოვიდა, აქ კი დაუდასტურდა. გასარკვევია, აქ დაინფიცირდა თუ სომხეთიდან უკვე ინფიცრებული შემოვიდა და არ შეამოწმეს კარგად. მე როგორც ვიცი, სომხეთის საზღვარზე აღმოუჩინეს ვირუსი“, – ამბობს „სამხრეთის კარიბჭის“ რესპონდენტი.
რესტორნის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ქელეხის სუფრა მხოლოდ 10 ადამიანზე იყო გაშლილი და სტუმრებმა იქ მხოლოდ 15-20 წუთი დაჰყვეს.
ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა კი 46-ით გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვალი) დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ 3306 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 1481 პაციენტი (45%) უკვე გამოჯანმრთელებულია. 19 პაციენტი ვირუსის შედეგად გარდაიცვალა.