weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საზმაუს გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსში 8 კანდიდატი მონაწილეობს

22:09 შაბათი, 19 სექტემბერი 2020

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსი 17 სექტემბერს დასრულდა. კონკურსში მონაწილეობის სურვილი რვა კანდიდატმა გამოთქვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დირექტორობის კანდიდატები არიან: 

ალექსანდრე ვახტანგოვი – სატელევიზიო ფილმების და პროგრამების რეჟისორი, დამოუკიდებელი სატელივიზიო კონსულტანტი, 2014-2016 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი;

რევაზ შალიბაშვილი – დოკუმენტური კინოს რეჟისორი, 2019 წლიდან დღემდე შპს „აგრო ინვესტის“ შტატგარეშე ინჟინერი (საპროექტო მიმართულება);

გია ტოგონიძე – სამართალმცოდნე, 2019-2020 წლებში შპს „იუნისონგ ვორლდ ტვ“-ს დირექტორი, 2016-2020 წლები - თავისუფალი შემოქმედებითი საქმიანობა, ლექსების ორი კრებულის – „არყოფნის ზღვარზე“ და „თამუნა“ – ავტორი;

გოჩა ტყეშელაშვილი – 2014 წლიდან „ეტალონის“  წამყვანი, „ეტალონი-მედია“ ჯგუფის პროექტების ხელმძღვანელი/მთავარი მენეჯერი; 2000-2005 წლებში ჟურნალის „გზა“ რედაქტორი;

ირმა სოხაძე – მომღერალი, საბავშვო მუსიკალური თეატრი-სტუდიის ხელმძღვანელი, 2016-2017 წლებში სდასუ-ს ჟურნალისტიკის სკოლის დეკანი, 2008-2009 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი;

თინათინ ბერძენიშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;

ხათუნა ლაგაზიძე – სამართალმცოდნეობის მაგისტრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, 2018-2019 წლებში წამყვანი რადიო „პალიტრაზე“, 2018 წლიდან შპს „ქართ-ველის“ დირექტორი და დამფუძნებელი,  2017 წლიდან მიწვეული ლექტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2018 წლიდან საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ექსპერტი;

თამაზ ბიბილური – ტელევიზიის რეჟისორი, თბილისის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი, 2001 წლიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების ფაკულტეტებზე სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა, პროფესორი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგაა, რაც ვასილ მაღლაფერიძე გადადგა. მან დირექტორის თანამდებობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე სამი წლით ადრე დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]