დაჭრილი მამაკაცი ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმის ინფორმაციით, ის ფეხშია და ჭრილი, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა), 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო.